კარტოფილი გათალეთ და დაჭერით. დაასხით წყალი, აადუღეთ და დაახლოებით 5 წუთი ხარშეთ. შემდეგ გადაწურეთ.წიწაკა საშუალო ზომაზე დაჭერით. ხახვი და ნიორი წვრილად. შეურიეთ ყველა ინგრედიენტი: კარტოფილი, წიწაკა, ხახვი, ნიორი, საფანელი, ზეთი, სოიოს სოუსი, მარილი. გადაიტანეთ ღუმელის ტაფაზე ერთ ფენად და შეწვით ღუმელში 200 გრადუსზე დაახლოებით 20-30 წუთი. მზა კერძს მოაყარეთ კამა.