ალუბლიანი ნამცხვარი "ქოხი"
ალუბლიანი ნამცხვარი "ქოხი"
დრო 0წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • გარგრის მურაბა
  • უკურკო ალუბალი - 800 გ
  • დაჭრილი ნიგოზი - 3/4 ჭიქა
შიგთავსი:
  • სოდა - 1/2 ჩ.კ
  • ფქვილი - 3 ჭიქა
  • არაჟანი - 200 გ
  • კარაქი ან მარგარინი - 200 გ
კრემი
  • ნაღები 35 % - 500 გ
  • შაქრის პუდრი
მინანქარი
  • შოკოლადი
მომზადების წესები
გავცრათ ფქვილი და სოდა, დავახეხოთ ცივი კარაქი ან  მარგარინი. ავურიოთ ხელით, მივიღებთ ფხვიერ, ქვიშისებურ მასას. დავამატოთ არაჟანი, მოვზილოთ ცომი, დავყოთ 15 ნაწილად და შევინახოთ მაცივარში 2 საათით.

ცომის  თითოეული ნაწილიგავაბრტყელოთ 20-25 სმ.სიგრძეზე და დაახლოებით 7-8 სმ.სიგანეზე, ფუნჯით გადაუსვათ გარგრის მურაბა, მოვაყაროთ ნიგოზის ნაწილი, ზემოდან დავალაგოთ ალუბლები. მოვუკრათ ცომს პირი, გამოგვივა მილისებური ფორმის ნაწარმი. ასე გავაკეთოთ დანარჩენი ცომიც.

დავალაგოთ ღუმელის საცხობ ტაფაზე ნაწილ-ნაწილ და გამოვაცხოთ 200 გრადუსზე, სანამ ოქროსფერსარ მიიღებს.

მოვამზადოთ კრემი:

ავთქვიფოთ ნაღები სანამ სქელ, ნაზ  კრემს არ მივიღებთ. შაქრის პუდრა გემოვნებით დავამატოთ.

ავაწყობთ ნამცხვარი პირამიდისებურად:

ჯერ 5 ცალი მილი დავდოთ და წავუსვათ კრემი, მერე 4 ცალი,  ისევ კრემი და ასე ბოლომდე.

გავაჩეროთ 1 ღამე მაცივარში. ზემოდან შეგვიძლია მოვასხათ გამდნარი შოკოლადი