სადღესასწაულო ყვავილი
სადღესასწაულო ყვავილი
დრო 0წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ზეთი - 1/2 ჭიქა
  • შაქარი - 1 ჭიქა
  • მარილი - 1/2 ჩ.კ
  • კვერცხი - 2
  • საფუარი - 1 ს.კ
  • რძე - 1 ჭიქა
  • ფქვილი - 4-5 ჭიქა
მომზადების წესები
მშრალი საფუარი გავხსნათ თბილ რძეში, შემდეგ ნელ-ნელა დავამატოთ ყველა ინგრედიენტი და მოვზილოთ ცომი. დავდგათ სითბოში ასაფუებლად. მოცულობაში ორჯერ უნდა მოიმატოს.

აფუებული ცომი გავყოთ სამ ნაწილად: პატარა ნაწილი შუაგულისთვის, საშუალო და დიდი სხვადასხვა ზომის ფოთლებისთვის.

შემდეგ საშუალო და დიდი ნაწილები კიდევ 4-ად გავყოთ, გავაბრტყელოთ.

ტაფაზე, რომელშიც უნდა გამოვაცხოთ, ჩავაფინოთ ცხიმწასმული ქაღალდი. გადავიტანოთ დიდი ზომის ცომის ფენები, ერთმანეთზე დალაგებული.

ცომს გავუკეტოთ 4 დიამეტრული ჭრილი, მაგრამ კიდეებთანბოლომდე ნუ ჩავჭრით. ეს გადაჭრილი სამკუთხა ნაწილები ერთიანად გადმოვკეცოთ კიდეებისკენ. შუაში მივიღებთ სიცარიელეს - მის ზომაზე გავაბრტყელოთ საშუალო ზომის ცომის გუნდები და ჩავალაგოთ ღვეზელის ცენტრში. აქაც იგივენაირად ვაკეთებთ ჭრილებს, მაგრამ ისე, რომ მიღებული სამკუთხა ფოთლები მოექცეს დიდი ფოთლების შუა. 

გადმოკეცვის შემდეგ, ღვეზელის ცენტრში გაჩენილ ცარიელ ადგილას ჩავდოთ მესამე, ყველაზე პატარა ცომის გუნდა. დავდგათ 15 წუთი ხელახლა ასაფუებლად, შემდეგ ზემოდან გადავუსვათ კვერცხის გული, შეგვიძლია მოვაყაროთ ქოქოსი, სეზამი...

ვაცხობთ 200 გრადუსზე დაახლოებით 20 წუთი. მზა ღვეზელს შეგვიძლია შაქრიანი სიროპი გადავუსვათ, რომ ლამაზად იპრიალოს