უგემრიელესი ქადები
უგემრიელესი ქადები
დრო 0წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • შაქარი - 1 ჭიქა
  • კვერცხი - ზემოდან წასასმელად
გულსართი
  • ვანილი
  • ფქვილი - 2.5-3 ჭიქა
  • სოდა - 1 ჩ.კ
  • კარაქი ან მარგარინი - 250 გ
  • არაჟანი - 1 ჭიქა
  • ფქვილი - 1 ჭიქა
  • კარაქი ან მარგარინი - 150 გ
  • ვანილი
მომზადების წესები
ცივი კარაქი გავხეხოთ (250 გ ცალკე და 150 გ ცალკე) . 

არაჟანს დავამატოთ სოდა, შემდეგ კარაქი, მწიკვი მარილი, ვანილი და ფქვილი. ავურიოთ ისე, რომ ფქვილი და კარაქი შეერიოს. მიღებული რბილი ცომი ორად გავყოთ და მაცივარში შევდოთ.

დარჩენილ 150 გ კარაქს დავამატოთ შაქარი, ფქვილი  და ვანილი, ავურიოთ.

გავაბრტყელოთ ცომი თხლად, მოვაყაროთ გულსართის ნახევარი, გადავახვიოთ რულეტივით, მჭიდროდ და დავჭრათ 2-2.5 სმ  ნაჭრებად. დავალაგოთ ქაღალდჩაფენილ ტაფაზე, გადავუსვათ ათქვეფილი კვერცხი და მოვაყაროთ ცოტა შაქარი.

ცხვება 180 გრადუსზე 20-30 წუთი.
ტეგები:
არაჟანი ქადა ნანახია: 290041