ფორთოხლის ნაყინი
დრო 0წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ნაღები 35 % - 500 მლ
  • რძე - 250 მლ
  • შაქარი - 1 ჭიქა (250მლ)
  • კვერცხის გული - 5
  • ვანილი
  • ფორთოხლის ცედრა - 2 ს.კ
მომზადების წესები
კვერცხის გულები გავთქვიფოთ შაქართან ერთად. შევათქვიფოთ  რძე , დავდგათ დაბალ ცეცხლზე  და ხშირი მორევით მივიყვანოთ ადუღებამდე, მაგრამ არ უნდა ადუღდეს.

დავამატოთ ცედრა და ვანილი. გავაგრძელოთ ხარშვა,  ოღონდ არ აგვიდუღდეს!  როცა შესქელდება,
გადავიღოთ სხვა  ჭურჭელში, გავაციოთ  და ცოტა ხნით საყინულეში შევდგათ. როცა შესქელდება, გადაურიოთ გათქვეფილი ნაღები და ისე გავყინოთ.
ტეგები:
ფორთოხალი ნაღები ნაყინი ნანახია: 6850