მოცვის ნაყინი
მოცვის ნაყინი
დრო 0წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • არაჟანი 20% - 3/4 ჭიქა
  • ნაღები 35 % - 3/4 ჭიქა
  • შაქარი - 1/3 ჭ
  • მოცვი (გაყინული ან ახალი) - 1 ჭიქა (ჭიქა=240მლ)
  • ლიმონის ცედრა და წვენი - (1/4 ლიმონიდან ან გემოვნებით)
მომზადების წესები
ხილი, შაქარი, ლიმონის ცედრა და წვენი ქვაბში მოვათავსოთ და ცეცხლზე დავდგათ. ვადუღოთ 3-5 წუთი საშუალო ცეცხლზე.  გადავიტანოთ ბლენდერში და ერთგვაროვან მასად ვაქციოთ. ჩავამატოთ ნაღები და არაჟანი, ჯიდევ ავთქვიფოთ. სურვილის შემთხვევაში შეგვიძია დავამატოთ შაქარი ან ლიმონის ცედრა.

მიღებული მასა ჩავასხათ სანაყინეში ან ჩვეულებრივად გავყინოთ საყინულეში. 30 წუთში ერთხელ ავთქვიფოთ მიქსერით, კოვზით ან ჩანგლით.

მოცვის ნაცვლად შეგვიძლია გამოვიყენოთ სხვა ხილი
ტეგები:
ნაღები არაჟანი ნაყინი მოცვი ნანახია: 3576