სამარხვო ვარენიკები კარტოფილით
სამარხვო ვარენიკები კარტოფილით
დრო 0წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ხახვი - 1
  • სტაფილო - 100 გ
  • კარტოფილი - 400 გ
  • ფქვილი - 350 გ
  • მარილი და პილპილი
მომზადების წესები

ფქვილს დაამატეთ მარილი და 150 გ წყალი. მოზილეთ ცომი. დავასვენოთ და მანამდე მოვამზადოთ გულსართი.
მოვხარშოთ კარტოფილი და დავჭყლიტოთ. წვრილად დავჭრათ ხახვი და  გავხეხოთ სტაფილო. მოვშუშოთ ბოსტნეული ზეთში და დავამატოთ კარტოფილის პიურეს.  შევაზავოთ მარილით და პილპილით. შეგვიძლია კამაც დავამატოთ. ეს მასა შეგვიძლია ცოტა გავათხელოთ წყლით ან კარტოფილის ნახარშითვე.

ცომი გავაბრტყელოთ თხლად, გამოვჭრათ რგოლები და ჩავუდოთ გულსართი. მოვუკრათ პირი და მოვხარშოთ მდუღარე მარილიან წყალში.