არომატული კარტოფილი ბერძნულად
არომატული კარტოფილი ბერძნულად
დრო 60წთ
ულუფა 2
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ნიორი - 1 კბილი
  • ხახვი - 1 პატარა თავი
  • ლიმონის წვენი - 3 ს.კ
  • ზეითუნის ზეთი - 80-100 მლ
  • კარტოფილი - 2-3 ცალი, დიდი ზომის
  • მარილი და პილპილი
  • ორეგანო - 1 ჩ.კ
  • ოხრახუში - 1/2 კონა
მომზადების წესები
კომბაინში/ბლენდერში აურიეთ ზეთი, ლიმონის წვენი, ხახვი, ნიორი, ოხრახუში, ორეგანო. დაამატეთ მარილი და პილპილი.

თასში აურიეთ დიდ ნაჭრებად დაჭრილი კარტოფილი და სოუსის ნახევარი. დაალაგეთ ერთ ფენად ტაფაზე და შეწვით 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში. ერთხელ გადააბრუნეთ. მზა კარტოფილს მოასხურეთ დარჩენილი სოუსი