ყაბაყის ხრაშუნა ჩხირები ყველით
ყაბაყის ხრაშუნა ჩხირები ყველით
დრო 30წთ
ულუფა 6
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • გახეხილი ყველი პარმეზანი - 1/2 ჭიქა
  • საფანელი - 1 ჭიქა
  • ყაბაყი, საშუალო ზომის - 3
  • მარილი და პილპილი
  • კვერცხი - 1
მომზადების წესები
გაახურეთ ღუმელი220 გრადუსზე. ტაფას დააფინეთ საცხობი ქაღალდი. შეარჩიეთ ქორფა ყაბაყი და დაჭერით საშუალო ზომის ჩხირებად.
ათქვიფეთ კვერცხი, დაამატეთ მარილი და პილპილი.
ცალკე თეფშზე მოათავსეთ საფანელი გახეხილ ყველთან ერთად.
ყაბაყის თითოეული ნაჭერი ჯერ კვერცხში ამოავლეთ, შემდეგ საფანელში, ისე რომ მთლიანად დაიფაროს. 
დაალაგეთ ტაფაზე და აცხეთ დაახლოებით 20 წუთი, სანამ ოქროსფერი და ხრაშუნა არ გახდება. 
შეგიძიათ მიირთვათ სხვადასხვა სოუსთან ერთად.
ტეგები:
პარმეზანი ყველი ყაბაყი ნანახია: 12441