მარწყვიანი ფუნთუშები
მარწყვიანი ფუნთუშები
დრო 0წთ
ულუფა 8
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • მარწყვი - 1 ჭიქა, დაჭრილი
  • ფქვილი - 2 ჭიქა
  • მარილი - მწიკვი
  • კარაქი - 60 გ
  • შაქარი - 1/4 ჭიქა
  • კვერცხი - 1
  • საფუარი - 1 ს.კ
  • რძე - 1/2 ჭიქა
  • მარწყვის ჯემი - 1/2 ჭიქა
მომზადების წესები
თბილ რძეში გახსენით საფუარი და 10 წუთი ადროვეთ. შემდეგ დაამატეთ კვერცხი, გამდნარი კარაქი, შაქარი, ბოლოს ფქვილი და მარილი. მოზილეთ ცომი და დადგით სითბოში ასაფუებლად. 

დაჭრილ მარწყვს დაამატეთ მარწყვის ჯემიც.

ცომი გააბრტყელეთ მართჯუთხედად, წაუსვით გულსართი, გადაახვიეთ რულეტივით და დაჭერით. ჩაალაგეთ ქა ღალდდაფენილ ფორმაში. 15-20 წუთით ხელახლა ამოფუება აცალეთ. შემდეგ კი გამოაცხეთ 180 გრადუსზე, დაახლოებით 30 წუთი.

ზემოდან შეგიძლიათ გამდნარი თეთრი შოკოლადი მოასხათ ან პუდრი მოაყაროთ
ტეგები:
ფუნთუშა მარწყვი ნანახია: 7854