ნიგვზიანი ბადრიჯანი
ნიგვზიანი ბადრიჯანი
დრო 0წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ყვითელი ყვავილი
  • მარილი
  • წითელი წიწაკა, დაფქული
  • ძმარი
  • ნიორი - 4-5 კბილი
  • ხმელი ქინძი, დაფქული - 2/3 ჩ.კ
  • ნიგოზი - 250 გ
  • ბადრიჯანი - 1 კგ
  • უცხო სუნელი
  • ქინძი - 1 კონა
  • ნიახურის ფოთლები - 3-4 ცალი
  • ბროწეულის მარცვლები
მომზადების წესები
ბადრიჯანს მოაჭერით ყუნწი, აათალეთ კანი ორი საპირისპირო მხრიდან და დაჭერით სიგრძეზე 5 მმ სისქის ნაჭრებად. დააყარეთ მარილი და დატოვეთ 30 წუთი. შემდეგ გაავლეთ წყალი, გაწურეთ და შეწვით ზეთში ორივე მხრიდან.

გატარებულ ნიგოზს დაამატეთ ნიორი, ძმარი, სუნელები გემოვნებით, მარილი. გააზავეთ  ცოტაოდენი წყლით, დაამატეთ დაჭრილი ქინძი და 3-4 ფოტოლი ნიახური.

წაუსვით ეს მასა ბადრიჯანს ორივე მხრიდან და გადაკეცეთ. შეგიძიათ დაამატოთ ბროწეულის მარცვლები.
ტეგები:
სამარხვო ბადრიჯანი ნიგოზი ნანახია: 54529