ფუმფულა გუფთები თევზით
ფუმფულა გუფთები თევზით
დრო 60წთ
ულუფა 4
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • თევზის ფილე - 400 გ
  • კარტოფილი - 5-6 ცალი
  • მარილი და პილპილი
  • პაპრიკა - 1 ჩ.კ
  • კვერცხი - 1
  • ოხრახუში ან კამა
  • საფანელი
  • ზეთი შესაწვავად
მომზადების წესები
კარტოფილი გათალეთ, დაჭერით ცოტა ყალში მოხარშეთ და დაჭყლიტეთ.

მოხარშეთ თევზიც, გაასუფთავეთ ფხებისგან და კანისგან, წვრილად დააქუცმაცეთ. 

შეურიეთ კარტოფილი და თევზი, დაამატეთ მარილი, პილპილი, კვერცხი, პაპრიკა და წვრილად დაჭრილი ოხრახუში ან კამა. 

კარგად აურიეთ, მიეცით პატარა გუფთების ფორმა, ამოავლეთ საფანელში და შეწვით ზეთიან ტაფაზე.