ჩეხური სააღდგომო კულიჩი
ჩეხური სააღდგომო კულიჩი
დრო 0წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • კვერცხის გული - ზემოდან წასასმელად
  • ქიშმიში - 100 გ
  • ნუში - 100 გ
  • საფუარი - 11 გ
  • კარაქი - 100 გ
  • შაქარი - 100 გ
  • კვერცხი - 1
  • ფქვილი - 500 გ
  • რძე - 200 გ
მომზადების წესები
საფუარი გახსენით თბილ რძეში. შეურიეთ კვერცხი, შაქარი, გამდნარი კარაქი, ვანილი. დაამატეთ გაცრილი ფქვილი. კარგად მოზილეთ. დადგით ასაფუებლად.

დაამატეთ მოხალული, დაჭრილი ნუში, ქიშმიში და გადაზილეთ. მიეცით მრგვალი პურის ფორმა, გადაიტანეთ ქაღალდჩაფენილ ტაფაზე და აცალეთ ხელახლა ამოფუება. შემდეგ გადაუსვით ათქვეფილი კვერცხი, მოაყარეთ დაჭრილი ნუში და გამოაცხეთ 180 გრადუსზე 30 წუთი, შემდეგ კი 150 გრადუსზე დაახლოებით 20 წუთი.

შეგიძლიათ მზად შაქრის პუდრაც მოაყაროთ