დრო
30წთ
ულუფა
8
სირთულე
საშუალო
შეინახე
რეცეპტი
ინგრედიენტები
- შაქარი - 100 გ
- კაკაო - 3 ს.კ
- ფხვიერი ნამცხვარი ("პეჩენია") - 250 გ
- ნაღები 35 % - 200 გ
- შოკოლადი - 150-200 გ
- კრემ-ყველი - 350 გ
- დარბილებული კარაქი - 120 გ
მომზადების წესები
თავდაპირველად, შევურიოთ დაფშვნილი ნამცხვარი, კაკაო და კარაქი. მიღებული "ცომი" ჩავტკეპნოთ საშუალო ზომის ფორმის ძირში.
ავთქვიფოთ კრემ-ყველი და შაქარი. გავადნოთ შოკოლადი, გავაგრილოთ და შევურიოთ კრემს.
ცალკე ავთქვიფოთ ნაღები და ფრთხილად შევურიოთ შოკოლადიან მასას.
დავასხათ ფორმაში, ბისკვიტზე, გავაციოთ მაცივარში მინიმუმ 4 საათი.
ზემოდან შეგვიძლია მოვრთოთ შოკოლადით, ხილით, კაკაოთი და ა.შ