დრო
0წთ
ულუფა
0
სირთულე
საშუალო
შეინახე
რეცეპტი
ინგრედიენტები
- ნიორი - 5-6 კბილი
- წითელი წიწაკა, დაფქული
- მარილი
- ზეითუნის ზეთი - 6 ს.კ
- ლიმონის წვენი - 6 ს,კ
- ტაჰინი (სეზამის პასტა) - 2-2.5 ს.კ
- მუხუდო - 2 ჭიქა
- პაპრიკა
- ოხრახუში
მომზადების წესები
მუხუდო წინა ღამით დაალბეთ, წყალი გამოუცვალეთ და მოხარშეთ.
მოიტოვეთ ცოტა ნახარში ,დანარჩენი გადაწურეთ.
დააბლენდერეთ მუხუდო ნახარშიანად. დაამატეთ ცოტა ზეითუნის ზეთი,დანაყილი ნიორი,სეზამის პასტა,მარილი, ლიმონის წვენი , ცხარე წიწაკა. კარგად გადაურიეთ და გაუსინჯეთ გემო. თუ რაიმე აკლია, დაამატეთ.
გადაიტანეთ თეფშზე,მოაყარეთ პაპრიკა, ოხრახუში, მოვასხათ ზეითუნის ზეთი.
მიირთვათ დაბრაწულ პურთან ერთად.