ადვილი და ძალიან გემრიელი გუფთები
ადვილი და ძალიან გემრიელი გუფთები
დრო 45წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • წყალი - 1/2 ჭიქა
  • არაჟანი - 2 ს.კ
სოუსი
  • ხახვი - 1
  • კვერცხი - 1
  • მარილი და პილპილი
  • სტაფილო - 1
  • კარტოფილი - 4-5
  • საქონლის ფარში - 300 გ
  • ტომატ-პასტა - 1 ჩ.კ
  • მდოგვი - 1/2 ჩ.კ
  • მარილი და პილპილი
  • ხმელი რეჰანი
მომზადების წესები
კარტოფილი და სტაფილო გავხეხოთ მსხვილ სახეხზე. დავამატოთ ფარში, კვერცხი, მარილი, პილპილი, დაჭრილი ხახვი. გავაკეთოთ გუფთები, ამოვავლოთ ფქვილში და შევწვათ.

გადავაწყოთ ქვაბში ან სხვა ტაფაში, მოვასხათ სოუსი და ვშუშოთ 15 წთ.

სოუსისთვის შევურიოთ წყალი, არაჟანი, მდოგვი, ტომატი, ხმელი რეჰანი, მარილი და პილპილი.