არომატული მწვანე ზეთი
არომატული მწვანე ზეთი
დრო 10წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი
ეს ხასხასა, არომატული და გემრიელი ზეთი არაჩვეულებრივია წვნიანებში, სალათებში, გამომცხვარ ან მოხარშულ კარტოფილთან, ბრუსკეტასთან, ბუტერბროდებში და ა.შ. კარგად ინახება მაცივარში 2-3 კვირა.

ინგრედიენტები

  • ზეთი - 300-400 მლ
  • ნიორი - 4-5 კბილი
  • ღანძილი - 50 გ
  • კამა - 50 გ
  • ოხრახუში - 50 გ
  • ქინძი - 50 გ
  • მწვანე ხახვი - 100 გ
  • მარილი - 1-2 ჩ.კ
მომზადების წესები
მწვანილები გავრეცხოთ და გავაშროთ. მწვანე ხახვი წინასწარ დავჭრათ. ყველაფერი ბლენდერში მოვათავსოთ და დავაქუცმაცოთ. დავამატოთ ზეთი, მარილი და პულსირების რეჟიმით კიდევ რამდენიმეჯერ დავატრიალოთ. თუ მასა სქელია ზეთი დავამატოთ, თუ თხელია - მწვანილი.
ჩავასხათ მინის ქილაში, მჭიდროდ დავახუროთ და მაცივარში შევინახოთ. გამოყენების წინ შევანჯღრიოთ