ვა­რე­ნი­კი პა­მიდ­ვრის სო­უ­სით- გემრიელი კერძი
ვა­რე­ნი­კი პა­მიდ­ვრის სო­უ­სით- გემრიელი კერძი
დრო 0წთ
ულუფა 6
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი
ამჯერად ისეთ რეცეპტს გთავაზობს, რომლის მომზადებაც მართლაც იაფი დაგიჯდებათ. საქმე იმაშია, რომ ამ კერძის მოსამზადებლად საჭირო ინგრედიენტების უმრავლესობას (ვარენიკს, მდნარ ყველსა და მაიონეზს) "ნიკორას" მაღაზიათა ქსელში ფასდაკლებით იყიდით.

გთა­ვა­ზობთ ვა­რე­ნი­კით მომ­ზა­დე­ბულ მარ­ტივ და გემ­რი­ელ რე­ცეპტს. კერ­ძში, კარტოფილის ვა­რე­ნი­კის ნაცვლად, სურ­ვი­ლი­სა­მებრ, შე­გიძ­ლი­ათ გა­მო­ი­ყე­ნოთ სო­კოს, ყველის ან ხა­ჭოს ვა­რე­ნი­კი.

ინგრედიენტები

საჭირო ჭურჭელი
  • მარილი და პილპილი
  • ხახვი - 1 თავი
  • ტკბილი წიწაკა, წითელი - 2 ცალი
  • პამიდორი - 3-4 ცალი
სოუსი
  • მარილი
  • შაშკვლავი - 1 კონა
  • მაიონეზი - 50 მლ
  • პამიდორი - 1
  • მდნარი ყველის ფირფიტა - 6 ცალი
  • კარტოფილის ვარენიკი "მზარეული" - 1 შეკვრა
  • ქვაბი
  • საწური
  • დანა
  • საჭრელი დაფა
  • ტაფა
  • კოვზი
  • ცეცხლგამძლე ლანგარი
მომზადების წესები
1. მო­ამ­ზა­დეთ სა­ჭი­რო ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბი.

2. გა­ყი­ნუ­ლი ვა­რე­ნი­კი მო­ა­თავ­სეთ მდუ­ღა­რე მა­რილ­წყალ­ში და ადუ­ღე­ბი­დან 6-8 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ხარ­შეთ.

3. მო­ხარ­შუ­ლი ვა­რე­ნი­კი სა­წურ­ზე დაწ­რი­ტეთ, გა­და­ი­ტა­ნეთ თეფ­შზე და აცა­ლეთ გაგ­რი­ლე­ბა.

4. პა­მი­დო­რი დამ­დუღ­რეთ და კა­ნი გა­ა­ცა­ლეთ. კან­გაც­ლი­ლი პა­მი­დო­რი და­ჭე­რით წვრი­ლად, დაჭრისას გა­მო­ყო­ფი­ლი წვე­ნი არ გა­დაღ­ვა­როთ.

5. ხახ­ვი გა­ა­სუფ­თა­ვეთ და წვრი­ლად და­ჭე­რით.

6. ტკბი­ლი წი­წა­კა გა­ა­სუფ­თა­ვეთ და და­ჭე­რით პა­ტა­რა ნაჭ­რე­ბად.

7. გაცხ­ე­ლე­ბულ ცხი­მი­ან ტა­ფა­ზე მო­ა­თავ­სეთ დაჭ­რი­ლი ხახ­ვი და მო­შუ­შეთ.

8. ხახვს და­უ­მა­ტეთ პა­ტა­რა ნაჭ­რე­ბად დაჭ­რი­ლი ტკბი­ლი წი­წა­კა.

9. მო­შუ­შულ ხახ­ვსა და ტკბილ წი­წა­კას და­უ­მა­ტეთ წვრი­ლად დაჭ­რი­ლი პა­მი­დო­რი და გა­ნაგ­რძეთ მოშუშ­ვა.

10. ბო­ლოს და­უ­მა­ტეთ მა­რი­ლი და შავი პილ­პი­ლი.


რჩევა:
თუ პა­მი­დო­რი ნაკ­ლებწვნი­ა­ნი­ა, სო­უსს შე­გიძ­ლი­ათ ცო­ტა­ო­დე­ნი ტო­მატ­პას­ტა და­უ­მა­ტოთ. ვა­რე­ნი­კე­ბი ფორ­მა­ში ჩაწყ­ო­ბი­სას ნა­ხევ­რად უნ­და და­ი­ფა­როს პა­მიდ­ვრის სო­უ­სით.


11. მომ­ზა­დე­ბუ­ლი სო­უ­სი გა­ა­ცი­ვეთ და გა­და­ი­ტა­ნეთ ცეცხლგამძლე ლანგარზე.

12. სო­უსში ჩა­აწყ­ვეთ მო­ხარ­შუ­ლი ვა­რე­ნი­კი.

13. პა­მი­დო­რი და­ჭე­რით თხელ რგო­ლე­ბად.

14. ვა­რე­ნიკს მო­აწყ­ვეთ რგო­ლე­ბად დაჭ­რი­ლი პა­მი­დო­რი.

15. პა­მიდ­ვრის ნაჭ­რებს და­ა­ფი­ნეთ მდნა­რი ყვე­ლის ფირ­ფი­ტე­ბი.

16. ბო­ლოს მო­ას­ხით მა­ი­ო­ნე­ზი.

17. კერ­ძი გააფორმეთ შაშკვლავის ფოთლებით და შედ­გით 180° ჩ-ზე გახურებულ ღუ­მელ­ში. გა­ა­ჩე­რეთ, სა­ნამ ზე­და­პი­რი კარ­გად არ და­ებ­რა­წე­ბა.


ვარიანტი: ვა­რე­ნი­კი ნა­ღე­ბის სო­უ­სით

ვა­რე­ნი­კი ნაღების სო­უ­სით ნე­ბის­მი­ე­რი გულ­სარ­თის მქო­ნე ვა­რე­ნი­კით შე­გიძ­ლი­ათ მო­ამ­ზა­დოთ.

12 ცა­ლი ვა­რე­ნი­კი მო­ა­თავ­სეთ ცხელ, ცხი­მი­ან ტა­ფა­ზე, დად­გით და­ბალ ცეცხ­ლზე და დაბ­რა­წეთ ორი­ვე მხრი­დან. და­უ­მა­ტეთ პა­ტა­რა ზო­მის ნაჭ­რე­ბად დაჭ­რი­ლი 1 ცა­ლი წი­თე­ლი ტკბი­ლი წი­წა­კა და 200 გ სო­კო.

გა­ა­ჩე­რეთ ცეცხ­ლზე, სა­ნამ ტკბი­ლი წი­წა­კა და სო­კო არ მო­ი­შუ­შე­ბა. პარალელურად მო­ამ­ზა­დეთ ნაღების სო­უ­სი: 4 კვერ­ცხი გათ­ქვი­ფეთ თას­ში, და­უ­მა­ტეთ 200 მლ ნა­ღე­ბი, პა­ტა­რა ნაჭ­რე­ბად დაჭ­რი­ლი ან ბლენდერში ათქვეფილი 1 ცა­ლი პამი­დო­რი, წვრი­ლად დაჭ­რი­ლი ოხ­რა­ხუ­ში, მა­რი­ლი და შა­ვი პილპილი გე­მოვ­ნე­ბით. ეს ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად აუ­რი­ეთ. მო­შუ­შუ­ლი ვა­რე­ნი­კი, ტკბი­ლი წი­წა­კა და სო­კო გა­და­ი­ტა­ნეთ ცეცხლგამძლე ღრმა ლანგარზე და მო­ას­ხით მომ­ზა­დე­ბუ­ლი სო­უ­სი. მო­ა­ყა­რეთ 100 გ გა­ხე­ხი­ლი იმე­რუ­ლი ყვე­ლი. 30-40 წუ­თით შედ­გით 200° -ზე გახურებულ ღუ­მელ­ში.

მზა კერ­ძი გა­მო­ი­ღეთ ღუ­მ­ლი­დან და აცადეთ გაგ­რი­ლე­ბა. სუფ­რა­ზე მი­ი­ტა­ნეთ არა­ჟან­თან ერ­თად.