ხორცის ჩაშუშული ბოსტნეულით
+ N/A
ხორცის ჩაშუშული ბოსტნეულით
დრო 60წთ
ულუფა 6
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ტომატ-პასტა - 1 ს.კ
  • ტკბილი წიწაკა, წითელი - 1-2
  • ხახვი - 1
  • სტაფილო - 1
  • სოკო - 300 გ
  • ღორის ხორცი - 800 გ
  • მარილი და პილპილი
  • კამა
მომზადების წესები
ხორცი დავჭრათ და ტაფაზე ან ქვაბში დავბრაწოთ. დავამატოთ დაჭრილი ხახვი, ცეცხლს დავუწიოთ და ვშუშოთ. შემდეგ დავამატოთ ჩხირებივით დაჭრილი წიწაკა და სოკო, მსხვილად გახეხილი სტაფილო და ტომატი. ვშუშოთ კიდევ რამდენიმე წუთი. შემდეგ დავამატოთ 300-500 მლ წყალი და ვშუშოთ დაბალ ცეცხლზე ხორცის დარბილებამდე.

მზა კერძს მოვაყაროთ მარილი, პილპილი, დაჭრილი კამა და კარტოფილის პიურესთან ერთად მივირთვათ