კარტოფილის ნავები - ორიგინალური საუზმე
კარტოფილის ნავები - ორიგინალური საუზმე
დრო 30წთ
ულუფა 2
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი
ეს შესანიშნავი იდეაა საუზმისთვის იმ შემთხვევაში, თუ წინა დღის მოხარშული კარტოფილი დაგრჩათ და გინდათ რაიმე გემრიელი და ორიგინალური მოამზადოთ

ინგრედიენტები

  • ბეკონი - 2-3 ნაჭერი
  • გახეხილი ყველი - 4 ს.კ
  • კვერცხი - 2
  • კარაქი - 2 ჩ.კ
  • კარტოფილი - 2 , წინასწარ მოხარშული
  • მწვანე ხახვი
  • მარილი და პილპილი
  • ოხრახუში
მომზადების წესები
მოხარშულ კარტოფილს თავი მოვაჭრათ და კოვზით, ფრთხილად ამოვიღოთ გულის ნაწილი. ჩავდოთ კარაქის პატარა ნაჭერი, გახეხილი ყველი, დაჭრილი ბეკონი. დავამატოთ დაჭრილი მწვანილი,  ჩავახალოთ კვერცხი. 
შევწვათ 180 გრადუსზე, დაახლოებით 20-25 წუთი, სანამ ცილა გათეთრდება. მარილი და პილპილი გემოვნებით მოვაყაროთ