მაკარონი სოკოთი და ისპანახით
დრო 30წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • მარილი და პილპილი
  • მდნარი ყველის ფირფიტა - 100 გ
  • არაჟანი - 200 გ
  • ისპანახის ფოთლები - 2-3 მუჭა
  • სოკო - 400 გ
  • მაკარონი - 400 გ
  • ხახვი - 1
მომზადების წესები
ხახვი წვრილად დავჭრათ და დაჭრილ სოკოსთან ერთად მოვშუშოთ ზეთში, დავამატოთ დაჭრილი ისპანახის ფოთლები, როგორც კი მოიწალება, დავასხათ არაჟანი ან ნაღები და დავამატოთ ყველი. 
ყველი რომ გადნება და სოუსი წამოდუღდება, დავამატოთ მოხარშული, გადაწურული მაკარონი, მარილი, პილპილი. კარგად ამოვურიოთ და 1 წუთში ცეცხლიდან გადმოვდგათ.
ტეგები:
ისპანახი სოკო ყველი მაკარონი ნანახია: 20252