სახლში მომზადებული მასკარპონე
სახლში მომზადებული მასკარპონე
დრო 0წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი
მასკარპონე აუცილებელი ინგრედიენტია ტირამისუს მოსამზადებლად. მისი მომზადება ადვილად შეიძლება სახლის პირობებში.

ინგრედიენტები

  • ლიმონის წვენი - 2 ს.კ
  • ნაღები 35 %-38% - 1 ლ
მომზადების წესები
ნაღები გააცხელეთ 90 გრადუსამდე, არ უნდა ადუღდეს არავითარ შემთხვევაში. თუ თერმომეტრი არ გაქვთ, მაშინ დააკვირდით - ნაღები ბუშტუკებს გაიჩენს ზედაპირზე, თითქოს ადუღებისთვის ემზადება. ხშირად ურიეთ რომ არ მიიწვას. ჩაასხით ლიმონის წვენი, თან ურიეთ. ნაღები არც უნდა აიჭრას და არც კოშტები გაიჩინოს. გადმოიღეთ ცეცხლიდან და გააგრილეთ. შემდეგ თავზე დააფარეთ და მაცივარში კარგად გააციეთ დაახლოებით 8 საათი. ამასობაში ნაღები შესქელდება. საწურზე დააფინეთ რამდენიმე ფენა მარლა და გადაიტანეთ ნაღები დასაწურად. შედეთ მაცივარში 12 საათით.
ამის შემდეგ მასა შრატისგან დაიწურება და დარჩება მასკარპონე, რომელიც უკვე მზადაა გამოსაყენებლად

გამოდის დაახლოებით 500-600 გ მასკარპონე. რაც უფრო ცხიმიანია ნაღები, მით ნაკლები შრატი გასდის

ტეგები:
ნაღები მასკარპონე ნანახია: 49630