ქათამი გარეცხეთ, შეაშრეთ, დაჭერით ნაჭრებად. დააყარეთ მარილი, ყველანაირო სუნელი, ალყა-ალყად დაჭრილი ხახვი და კარგად აურიეთ. გადაიტანეთ ქვაბში ან ღრმა ტაფაში, დაასხით წყალი და თავზე დააფარეთ. დადგით დაბალ ცეცხლზე და ამზადეთ დაახლოებით 50-60 წუთი, სანამ ქათამი არ ჩარბილდება. მომზადებამდე 15 წუთით ადრე, დაამატეთ დაჭრილი ქინძი და ნიორი.