ხახვში ჩაშუშული ქათამი ქინძით
ხახვში ჩაშუშული ქათამი ქინძით
დრო 60წთ
ულუფა 6
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ქინძი - 2 კონა
  • მარილი
  • შავი პილპილი - 1 ჩ.კ
  • ხმელი რეჰანი - 1 ს.კ
  • ხმელი ქინძი, დაფქული - 2 ს.კ
  • ხახვი - 1/2 კგ
  • ქათამი - 1.6 კგ
  • ნიორი - 4 კბილი
  • წყალი - 150 მლ
მომზადების წესები

ქათამი გარეცხეთ, შეაშრეთ, დაჭერით ნაჭრებად. დააყარეთ მარილი, ყველანაირო სუნელი, ალყა-ალყად დაჭრილი ხახვი და კარგად აურიეთ. გადაიტანეთ ქვაბში ან ღრმა ტაფაში, დაასხით წყალი და თავზე დააფარეთ. დადგით დაბალ ცეცხლზე და ამზადეთ დაახლოებით 50-60 წუთი, სანამ ქათამი არ ჩარბილდება.
მომზადებამდე 15 წუთით ადრე, დაამატეთ დაჭრილი ქინძი და ნიორი.

ტეგები:
ქათამი ხახვი ქინძი ნანახია: 175728