დრო
40წთ
ულუფა
2
სირთულე
საშუალო
შეინახე
რეცეპტი
ინგრედიენტები
- თეთრი ღვინო - 50 მლ
- ქონდარი
- მარილი და პილპილი
- ნიორი - 4 კბილი
- დაფნის ფოთოლი - 1
- ჩილი წიწაკა - 1
- ხახვი - 1-2 თავი
- ტკბილი წიწაკა, სხვადასხვა ფერის - 2
- ბეკონი - 80 გ
- ქათმის ნაჭრები - 400 გ
- პამიდორი - 400 გ
მომზადების წესები
ბეკონი დაჭერით საშუალო ზომაზე, წიწაკა და ხახვი მსხვილად, ჩილი და ნიორი წვრილად.
პამიდორს კანი გააცალეთ და გახეხეთ.
შეწვით ქათმის ხორცი ტაფაში, დაამატეთ ნიორი და მოშუშეთ . გადმოიღეთ ცალკე, იგივე ტაფაში მოშუშეთ წიწაკა მაღალ ცეცხლზე, 30 წამის განმავლობაში. დაამატეთ ხახვი და ბეკონი. შემდეგ დაამატეთ დაფნა, პამიდორი და ადუღეთ 2 წუთი.
შემდეგ დაამატეთ ქათამი, ჩილი, ღვინო, დააფარეთ თავზე და 15 წუთი კიდევ შუშეთ დაბალ ცეცხლზე. შემდეგ დაამატეთ მარილი, პილპილი და ქონდარი.
კერძი მზადაა