შემწვარი ბოსტნეულის სალათა
შემწვარი ბოსტნეულის სალათა
დრო 20წთ
ულუფა 4
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • პილპილი - 2-3 მარცვალი
  • ქინძის თესლი - 1/4 ჩ.კ
  • ძირა - 1/4 ჩ.კ.(თესლები)
  • ზეითუნის ზეთი
  • მწარე წიწაკა, მწვანე - 1
  • ქინძი - 1 კონა
  • რეჰანი ან შაშკვლავი - 1 კონა
  • 1/2 ლიმონის წვენი
  • ნიორი
  • წითელი ხახვი - 1 პატარა თავი
  • პამიდორი - 2
  • ტკბილი წიწაკა, სხვადასხვა ფერის - 3
  • ბადრიჯანი - 2-3
  • ნიორი - 2 კბილი
მომზადების წესები
წვრილად დაჭერით ნიორი, წითელი ხახვი და ჩილი წიწაკა.
დანაყეთ ძირა, ქინძი და პილპილის მარცვლები. აურიეთ ერთმანეთში, დაამატეთ ლიმონის წვენი, შაქარი, მარილი, 3 კოვზი ზეითუნის ზეთი.
ბადრიჯანი 5მმ სისქის ნაჭრებად დაჭერით, წიწაკა და პამიდორი მსხვილად. ერთად მოათავსეთ ჯამში და მოასხურეთ ზეთი. შეწვით გახურებულ ტაფა გრილზე, გადაიტანეთ ჯამში, დაახურეთ თავზე და დატოვეთ 5 წუთი. შემდეგ მოასხით სოუსი, მოაყარეთ ცოცხალი მწვანილი და მიირთვით