წვრილად დაჭერით ნიორი, ხახვი და მწარე წიწაკა. ასევე რეჰანი და ქინძი.ტაფაში მოშუშეთ ხახვი, დაამატეთ ლობიოს მარცვლები და შუშეთ რამდენიმე წუთი. გადაიღეთ ცალკე ჭურჭელში, დაამატეთ ნიგოზი, ნიორი, მწვანილი, მარილი, წიწაკა, ძმარი და ხმელი სუნელი. ამოურიეთ და თუ საჭიროა ცოტა ზეთი კიდევ დაამატეთ.