ტორტი "პრაღა" - ტრადიციული რეცეპტი
ტორტი "პრაღა" - ტრადიციული რეცეპტი
დრო 0წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • კაკაო - 10 გ
  • წყალი - 20 მლ
  • შესქელებული რძე - 120 გ
  • კვერცხის გული - 1
  • დარბილებული კარაქი - 200 გ
კრემი:
  • კარაქი - 40 გ
  • კაკაო - 25 გ
  • ფქვილი - 115 გ
  • შაქარი - 150 გ
  • კვერცხი - 6
ბისკვიტი:
  • ვანილიანი შაქარი - 1 პაკეტი
  • გარგრის ჯემი - 60 გ
მინანქარი:
  • შავი შოკოლადი - 80 გ
  • კარაქი - 80 გ
მომზადების წესები
ღუმელი გავახუროთ 200 გრადუსზე. გამოსაცხობ ფორმას (23-24სმ დიამეტრით) წავუსვათ კარაქი და მოვაყაროთ ფქვილი.

კვერცხის გულები გათეთრებამდე ავთქვიფოთ შაქრის ნახევართან ერთად. ცალკე ავთქვიფოთ ცილა და დარჩენილი შაქარი. უნდა მივიღოთ პრიალა, მდგრადი მასა. სილიკონის ნიჩბით აკურატულად შევურიოთ ეს ორი მასა ერთმანეთს და დავამატოთ გაცრილი ფქვილი და კაკაო. შევურიოთ მიქსერის გარეშე. შემდეგ, ნაპირთან ფრთხილად ჩავასხათ გამდნარი და გაციებული კარაქი, გადავურიოთ. ცომი გადავიტანოთ ფორმაში და გამოვაცხოთ 30 წუთი. მზა ბისკვიტი ფორმაშივე გავაციოთ 7-10 წუთი, შემდეგ გადმოვიღოთ ცხაურზე.

ქვაბში შევურიოთ კვერცხის გული და წყალი, დავამატოთ შესქელებული რძე. შევურიოთ და დავდგათ დაბალ ცეცხლზე. ხშირად ვურიოთ. ადუღებიდან 3-5 წუთში შესქელდება. ოთახის ტემპერატურამდე გავაციოთ.
ავთქვიფოთ დარბილებული კარაქი თეთრ ფუმფულა მასად და შევათქვიფოთ მოხარშული კრემი და კაკაო.

ბისკვიტი გავჭრათ სამ ნაწილად. პირველ ორს წავუსვათ კრემი, მესამე ფენას ჯემი. თუ ჯემში ხილის ნაჭრები შესამჩნევია, საცერში გაატარეთ. ნამცხვარი მაცივარში გააციეთ, შემდეგ კი მოასხით შოკოლადის მინანქარი (ორთქლზე გამდნარი შოკოლადი და კარაქი)

პ.ს. ბისკვიტს არ სჭირდება არც სოდა, არც გამაფხვიერებელი