შოკოლადის რულეტი ალუბლით
შოკოლადის რულეტი ალუბლით
დრო 0წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • შაქრის პუდრი - გემოვნებით
  • არაჟანი - 500 მლ
კრემი:
  • კვერცხი - 4
  • სოდა - 1 ჩ.კ
  • კაკაო - 2 ს.კ
  • შაქარი - 140 გ
  • ფქვილი - 130 გ
  • ნიგოზი - 60 გ
  • ალუბალი, გაყინული ან ცოცხალი - 500 გ
მომზადების წესები
ღუმელი გაახურეთ 180 გრადუსზე. ღუმელის სტანდარტულ ტაფას დააფინეთ ქაღალდი.

აურიეთ გაცრილი ფქვილი, კაკაო, სოდა, შაქარი. დაამატეთ ათქვეფილი კვერცხი და კარგად შეურიეთ. დაასხით ტაფაზე, მოასწორეთ და გამოაცხეთ 8-10 წუთი

არაჟანი ათქვიფეთ შაქართან ერთად, ნიგოზი დაჭერით, ალუბალს კურკა გამოაცალეთ.

პირსახოცი ან ქაღალდი დააფინეთ მაგიდაზე, მოაფრქვიეთ ცოტა შაქარი. გადმოაბრუნეთ გამომცხვარი ბისკვიტი, ააცალეთ ქაღალდი რაზეც გამოცხვა. გადაუსვით კრემი, მოაყარეთ ნიგოზი, ერთ მხარეს დაალაგეთ ალუბლები და ამ მხრიდანვე გადაახვიეთ რულეტივით.
ზემოდანაც გადაუსვით კრემი და შედგით მაცივარში რამდენიმე საათი.