ჭინჭრის სუპი
ჭინჭრის სუპი
დრო 30წთ
ულუფა 2
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ხახვი - 1 თავი
  • კარტოფილი - 1
  • ჭინჭრის ფოთლები - 150 გ ან გემოვნებით
  • მარილი და პილპილი
  • წყალი - 2-3 ჭიქა
მომზადების წესები
პირველ რიგში რეზინის ხელთათმანი ჩაიცვით და კარგად გარეცხეთ ჭინჭარი, უხეში ღეროები მოაცილეთ. დაწურეთ.
მოშუშეთ დაჭრილი ხახვი, დაამატეთ წვრილ კუბებად დაჭრილი კარტოფილი. დაასხით წყალი და წამოადუღეთ. ჩაამატეთ ჭინჭარი. ყველაფერი რომ მოიხარშება, ბლენდერში ერთან მასად აქციეთ.  დაამატეთ მარილი და პილპილი.
შეგიძლიათ დაამატეოთ ცოტაოდენი თხელი ნაღებიც.