1. ხაჭოს გაწურვას ვიწყებთ წინა დღიდან. დიდ მარლაში დავკიდებ გრილ ადგილას შაბათ დილამდე. თუ ხაჭო მშრალია, მაშინ ამდენი დრო არ დასჭირდება, პირდაპირ შეიძლება მომზადება.2. დაწურულ ხაჭოს ვსრისავთ მეტალის საცერში.3. ცალკე ვთქვიფავთ კვერცხს და შაქარს. 4. მომზადებულ გოგლი მოგლს შევათქვიფავთ დარბილებულ კარაქს.5. შემდეგ ნელ-ნელა ვუმატებთ ხაჭოს და არაჟანს.6. ბოლოს ვუმატებთ ვანილს, ნიგოზს და ქიშმიშს.7. ფორმებს ჩავაწყობთ ჯამებში ან ღრმა თეფშზე, ამოვაფენთ საკმარისი ზომის სველ 2-3-ფენა მარლას და შემდეგ ჩავასხამთ მიღებულ მასას. მარლას გადმოვწევთ გვერდებიდან და "მოვუკრავთ" თავს. მასა ოდნავ მეტი უნდა იყოს - თავის მოკვრისას სითხე ქვემოტ ჩადის და პასხა მცირდება მოცულობაში. ზემოდან დავადებთ ბრტყელ ქვას ან რაიმე სიმძიმეს, რომ სითხე გაუვიდეს. დროდადრო ამ სითხეს ვღვრით. ბოლოს, როცა ცოტა დარჩება, ქაღალდის ხელსახოცით ამოვაშრობთ.8. თუ ფორმა არ გაქვთ, მაშინ იღებთ არაჟნის ან მაწვნის 500 ან 250 გრამიან პლასტიკის ქილებს, აჭრთი ქვემოდან მხოლოდ ძირს და "ცილინდრს" გამოიყენებთ ფორმად. ძირის მოჭრა იმისათვისაა აუცილებელია, რომ სითხე გარეთ გამოვიდეს.9. მირთმევის წინ გადახსნით ზემოდან მარლას, დაახურათვ თეფშს და ამოაბრუნებთ მასზე. შემდეგ მოხსნით ფორმას და მარლას.10. მიირთვით გემრიელად! უგემრიელესია!