ღუმელში შებრაწული ბოსტნეული
ღუმელში შებრაწული ბოსტნეული
დრო 30წთ
ულუფა 4
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი
ეს ძალიან მსუბუქი და გემრიელი კერძია, რომელიც ნებისმიერი ბოსტნეულით შეგიძლიათ მოამზადოთ.

ინგრედიენტები

  • ზეითუნის ზეთი
  • ბადრიჯანი - 1
  • პამიდორი - 1-2
  • სტაფილო - 2, საშუალო ზომის
  • მწვანე ლობიო, ფრანგული ჯიშის - 150 გ
  • კარტოფილი - 2-3
  • ყაბაყი, საშუალო ზომის - 2
  • მარილი და პილპილი
მომზადების წესები
ბოსტნეული დავჭრათ თხელ ნაჭრებად. მოვასხათ ზეთი, მოვაყაროთ მარილი, პილპილი, სასურველი სუნელი (მაგალითად რეჰანი, ქონდარი, პროვანსული სუნელი და ა.შ) გადავიტანოთ ღუმელის ფორმაში და 200 გრადუსზე 20-25 წუთი მოვამზადოთ. მზადებისას ერთი-ორჯერ ამოვურიოთ.  ბოსტნეული ძალიან არ უნდა ჩავარბილოთ, სასურველია სიხრაშუნე შეინარჩუნოს (კარტოფილის გარდა) 
პამიდორი ძალიან რომ არ დარბილდეს, შეგვიძლია მზადების დასასრულს, 5-7 წუთით ადრე შევურიოთ.
ბოლოს შეგვიძია მოვაყაროთ მწვანილიც. 

ე.წ. ფრანგული მწვანე ლობიო უფრო სწრაფად მზადდება ვიდრე ჩვენებური, ბრტყელი. სწორედ ამიტომაა რეკომენდირებული ამ კერძში მისი გამოყენება. შეგვიძლია ჩავანაცვლოთ სატაცურით, სოკოთი და ა.შ. ან გაყინული გამოვიყენოთ, პირდაპირ, გალღვობის გარეშე