სახამებელს დავასხათ წყლის ნახევარი ულუფა და ავურიოთ. დანარჩენი წყალი დავასხათ ჟელატინს.კვერცხის ცილა და გული გავაცალკევოთ. გულები ქვაბში გადავიტანოთ, დავამატოთ 1 ჭიქა შაქარი, ვანილი, ავთქვიფოთ, დავამატოთ რძე, წყალში გახსნილი სახამებელი და დავდგათ დაბალ ცეცხლზე. თან გამუდმებით ვურიოთ, სანამ არ გასქელდება. კრემი ქვაბითვე ჩავდოთ ცივ წყალში, რომ სწრაფად გაცივდეს, შემდეგ ავთქვიფოთ დარბილებულ კარაქთან ერთად.. ცილა ავთქვიფოთ დარჩენილ შაქართან ერთად. გავადნოთ ჟელატინი და თქვეფის შეუჩერებლად შევურიოთ ბეზეში. შემდეგ შევურიოთ ეს მასა კარაქიან კრემს. მიღებული სუფლე შეგვიძლია პირდაპი რაიმე ფორმაში ჩავასხათ და მაცივარში გავაციოთ, შემდეგ კი დავჭრათ. ან ტორტის ფენად გამოვიყენოთ