ყველაზე გემრიელი ფუნთუშები
ყველაზე გემრიელი ფუნთუშები
დრო 120წთ
ულუფა 20
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • მარილი
  • თბილი წყალი - 1/2 ჭიქა
  • შაქარი - 2-3 ს.კ
  • კარაქი - 125 გ
  • კვერცხი - 2
  • რძე - 500 გ
  • საფუარი - მშრალი, 11 გ
  • ფქვილი - რამდენსაც შეიზელს.
მომზადების წესები
რძეს და წყალი შევურიოთ, გავათბოთ, დავამატოთ შაქარი და საფუარი. ვადროვოთ 15 წუთი, შემდეგ დავამატოთ კვერცხი, დარბილებული ან გამდნარი კარაქი, მარილი, ვანილი.

ავურიოთ და დავიწყოთ ფქვილის დამატება. ცომი საშუალო სიმაგრის და ელასტიური უნდა იყოს. დავდგათ ცომი ასაფუებლად სითბოში.
აფუებული ცომი 1 სმ სისქეზე გავაბრტყელოთ და გამოვჭრათ რგოლები. ვაცალოთ ხელახალი ამოფუება.

ღრმა ქვაბში ან ტაფაში გავაცხელოთ იმდენი ზეთი, რომ ცომი ტივტივებდეს. შევწვათ ფუნთუშები საშუალო ცეცხლზე, ორივე მხრიდან. შემდეგ გადავიტანოთ ხელსახოცზე, ცხიმისგან დასაწდობად.

მზა ფუნთუშები გვერდზე ჩავჭრათ და ჩავუდოთ სასურველი გულსართი.
ტეგები:
ცომი ფუნთუშა რძე ნანახია: 224750