სუპერ ცომი ხაჭაპურისთვის
სუპერ ცომი ხაჭაპურისთვის
დრო 120წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ძალიან რბილი და ფუმფულა ცომი ხაჭაპურისთვის

ინგრედიენტები

  • რძე - 1 ჭიქა (დაახლოებით
  • ზეთი - 2 ს.კ
  • მარილი - 1/2 ჩ.კ
  • შაქარი - 1 ჩ.კ
  • საფუარი - 1 ს.კ
  • მაიონეზი - 100 გ
  • ფქვილი - 3 ჭიქა
მომზადების წესები

საფუარი, შაქარი, 1 ს.კ. ფქვილი შევურიოთ 1/2  ჭიქა თბილ წყალს და 10 წუთი ვადროვოთ. ფქვილი გავცრათ, დავამატოთ მარილი, მაიონეზი, საფუვრიანი წყალი და იმდენი  თბილი რძე, რომ რბილი ცომი მივიღოთ (დაახლოებით 1 ჭ). მოვზილოთ ცომი, ბოლოს დავამატოთ ზეთი და კიდევ გადავზილოთ. დავდგათ სითბოში ასაფუებლად.

ამ ცომიდან გამოდის ორი დიდი ხაჭაპური.


 

ტეგები:
ცომი მაიონეზი რძე ხაჭაპური ნანახია: 390480