სუპ-ხარჩო - ტრადიციული რეცეპტი
დრო 150წთ
ულუფა 6
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ხმელი სუნელი - 2 ჩ.კ
  • ტომატ-პასტა - 1 ს.კ
  • ნიორი - 3-4 კბილი
  • ხახვი - 2 თავი
  • ტყემლის საწებელი - 150 გ
  • გატარებული ნიგოზი - 100 გ
  • ბრინჯი - 200 გ
  • საქონლის ხორცი - 600 გ
  • წითელი წიწაკა, დაფქული - 1 ჩ.კ (ან მთლიანი წიწაკა)
  • მწვანილი
მომზადების წესები
ხორცი საშუალო ზომაზე დავჭრათ, დავასხათ 2.5 -3 ლ წყალი და მოვხარშოთ. აუცილებლად მოვხადოთ ქაფი ადუღებისას.

ხახვი წვრილად დავჭრათ და მოვშუშოთ. 
გარეცხილი ბრინჯი ჩავამატოთ ბულიონში და ვხარშოთ 15 წუთი, შემდეგ დავამატოთ მოშუშული ხახვი, გატარებული ნიგოზი, ტომატის პასტა, სანელებლები, ტყემალი. ვხარშოთ კიდევ 5 წუთი. ბოლოს დავამატოთ ნიორი და მარილი. 
გადმოვდგათ ცეცხლიდან და დაახლოებით 30 წუთი დავდგათ. შემდეგ გადმოვიღოთ თეფშებზე, მოვაყაროთ მწვანილი და სუფრასთან მივიტანოთ

Soup-Kharcho - Georgian savory dish of beef and rice