კიტრიანი სოუსი მაიონეზის ნაცვლად
კიტრიანი სოუსი მაიონეზის ნაცვლად
დრო 0წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი
ძალიან გემრიელი და მარტივი სოუსი ბოსტნეულისა და ხორცისთვის. თუ ბერძნული ძაძიკი გიყვართ, ესეც მოგეწონებათ

ინგრედიენტები

  • კიტრი - 1 ცალი, საშუალო ზომის
  • მაწონი - 100 გ
  • არაჟანი - 100 გ
  • კამა - 1/2 კონა
  • ზეითუნის ზეთი - 1 ს.კ
  • ნიორი - 1-2 კბილი
  • მარილი
მომზადების წესები
გახეხეთ კიტრი საშუალო ზომის სახეხზე და მსუბუქად გაწურეთ. დაამატეთ გაწურული მაწონი ან ნატურალური იოგურტი, არაჟანი, დაჭრილი კამა, ზეითუნის ზეთი, დაჭყლეტილი ნიორი, მარილი. კარგად აურიეთ და სოუსი მზადაა. შეგიძლიათ დაამატოთ ცოტა დაჭრილი პიტნაც
ტეგები:
მაწონი კიტრი იოგურტი ნანახია: 44277