აფხაზურა- ნოყიერი და გემრიელი
აფხაზურა- ნოყიერი და გემრიელი
დრო 40წთ
ულუფა 8
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ქინძი
  • წითელი წიწაკა, დაფქული
  • მარილი
  • კოწახურის მარცვლები - 1-2 ს.კ
  • ხახვი - 1
  • ბადე ქონი - 150-200 გ
  • ხორცი - 1 კგ
  • ოხრახუში
  • კამა
მომზადების წესები

ხორცი (საქონლის, ბატკნის ან საქონლისა და ღორის შერეული) წვრილად დაკეპეთ ან მსხვილ ბადეში გაატარეთ. დაამატეთ წვრილად დაჭრილი ქინძი, ოხრახუში, კამა, ხახვი, კოწახურის მარცვლები, ძირა, მარილი და წიწაკა.  კარგად აურიეთ. ეს გულსართი ჩადეთ ბადექონის ნაჭრებში და შეახვიეთ. 
შეგიძლიათ შეწვათ ტაფაზე ან ღუმელში კეცზე. ღუმელის შემთხვევაში კეცი წინასწარ გაახურეთ და ისე დადეთ აფხაზურა.

Abkhazura – Fried Spicy Meatballs