მადისაღმძვრელი აჩმა
მადისაღმძვრელი აჩმა
დრო 150წთ
ულუფა 0
სირთულე რთული
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ყველი - 1.5 კგ
  • ფქვილი - 1 კგ
  • წყალი - 300 მლ (აკეთებენ მაწვნითაც)
  • კვერცხი - 5
  • მარილი
  • კარაქი - 350 გ
მომზადების წესები

ავთქვიფოთ კვერცხი, დავამატოთ წყალი, მარილი, ფქვილი და კარგად ავზილოთ.

ცომი გავყოთ 7-9 ნაწილად, 2 ნაწილი უნდა იყოს დანარჩენზე დიდი. ეს არის პირველი და ბოლო ფენა.
დანარჩენი ნაწილები შიდა ფენებია. დიდი ფენები არ უნდა მოვხარშოთ.
ყველი გავხეხოთ და დავამატოთ მარილი.

კარაქი გავადნოთ და გავაგრილოთ. დიდ ქვაბში ავადუღოთ მარილიანი წყალი.
აჩმის პირველი ფენა, რომელიც დიდია, გავაბრტყელოთ და გავანაწილოთ კარაქწასმულ  ფორმაზე ისე რომ ბოლოები გადმოდიოდეს 1- 2 სანტიმეტრით. ცომს კარგად წავუსვათ კარაქი.
აჩმის მეორე ფენა გავაბრტყელოთ მაქსიმალურად თხლად. ფრთხილად ჩავდოთ ის ადუღებული წყლით სავსე ქვაბში, ისე რომ არ მიიკროს. ვხარშოთ 10-15 წამი. ფრთხილად ამოვიღოთ ცომი საწურზე და გადავავლოთ ცივი წყალი.
დავაცადოთ სანამ გაიწურება და დავადოთ პირველ ფენას , რომელიც დევს ფორმაში. წავუსვათ კარაქი.

ამის შემდეგ კარაქით წასმულ ფენაზე დავადოთ ყველის ნაწილი.

ყველა ფენა გავიმეოროთ ისე როგორ მეორე ფენა, გარდა ბოლო ფენისა.

თუ ცომი ცოტათი გაიხევა არაუშავს, მთავარია არ გაიხეს პირველი და ბოლო ფენა. ბოლოს წინა ფენაზე ყველს არ ვდებთ.
ბოლო ფენა ისე მოვამზადოთ როგორ პირველი- გავაბრტყელოთ. ამ ფენით დავაფაროთ აჩმა და ბოლოები ამოვუდოთ პირველ ფენას, რომ ყველი არ გადმოვიდეს.
ხელებით ფრთხილად დავტკეპნოთ აჩმა. წავუსვათ კარაქი და შევინახოთ მაცივარში. შეგვიძლია გამოვაცხოთ გაივების მერე ან მეორე დღეს. გამოცხობის წინ, აჩმა უნდა დავჭრათ ნაჭრებად და ჩავდგათ ღუმელში. ვაცხობთ 1 საათის განმავლობაში, სანამ ოქროსფერს არ მიიღებს

გემრიელად მიირთვით!

ტეგები:
ღვეზელი ცომი ყველი აჩმა ნანახია: 183565