ცივი ჩაი სიცხეში ძალიან სასიამოვნო დასალევია და ამავდროულად სასარგებლო. დავასხათ ჩაის მდუღარე წყალი და დავაყენოთ 5-6 წუთი. დავამატოთ შაქარი და გადავწუროთ. გავაციოთ, დავამატოთ პიტნა, ლიმონის ნაჭრები და მაცივარში ჩავაციოთ. ლიმონის ნაჭრები 1-2 საათის შემდეგ ამოვიღოთ, თორემ კანი სასმელს მწკლარტე გემოს მისცემს, შეგვიძლია უშუალოდ მირთმევისას ჩავყაროთ სასმელში. მეტი არომატისთვის, შეგვიძლია დავამატოთ რაიმე ხილის ნაჭრები: მარწყვის, ფორთოხლის, ჟოლოს...