თევზის ნაჭრები კარგად გავრეცხოთ, გავაცალოთ ფხები და კანი. კარტოფილი დავჭრათ კუბებად, სტაფილო ჩხირებად. 2 ლიტრი მდუღარე წყალში ჩავდოთ გაფცქვნილი ხახვი და სტაფილო, ვხარშოთ 5 წუთი. შემდეგ ჩავამატოთ კარტოფილი და კიდევ რამდენიმე წუთი ვხარშოთ. ამის შემდეგ ფრთხილად ჩავდოთ თევზის ნაჭრები და ცოტა მარილი დავამატოთ. წამოდუღების შემდეგ თუ ქაფს წამოიღებს, მოვაცალოთ. დავამატოთ დაფნა.ვხარშოთ დაბალ ცეცხლზე . ბოლოს დავამატოთ პილპილი და დაჭრილი მწვანილი, ოხრახუში ან კამა ბულიონის მოსამზადებლად შეგვიძლია თევზის ნარჩენები - თავი, კუდი, ფარფლები გამოვიყენოთ.