პამიდვრიანი სწრაფი ღვეზელი
პამიდვრიანი სწრაფი ღვეზელი
დრო 60წთ
ულუფა 6
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • თხის ყველი - 150-200 გ
  • ბადრიჯანი - 2-3
  • წითელი ხახვი - 1 თავი
  • პამიდორი - 5-7 ცალი
  • მზა ფენოვანი ცომი - 500 გ
  • ქონდარი
  • ნიორი
  • მარილი და პილპილი
  • ტკბილი წიწაკა
მომზადების წესები
ერთმანეთში ავურიოთ თხის ყველი, ქონდრის ფოთლები, მარილი, პილპილი და დაჭყლეტილი ნიორი. 
ცხიმ წასმულ ფორმაში ჩავდოთ გაბრტყელებული ცომის ფორფიტა, ჩანგლით დავჩხვლიტოთ და გადავუსვათ ყველიანი მასა.
წინასწარ დაჭრილ ბადრიჯანს მარილი მოვაყაროთ და 20 წუთით დავტოვოთ, შემდეგ კარგად გავწუროთ.  დავალაგოთ ბადრიჯნის ნაჭრები ღვეზელზე, დაჭრილ ხახვთან ერტად. ზემოდან დავალაგოთ ფირფიტებად დაჭრილი პამიდორი, მოვაყაროთ წვრილად დაჭილი ტკბილი წიწაკა (ყვითელი უფრო ლამაზია, მაგრამ სხვა ფერიც შეიძლება), ქონდრის ფოთლები, მარილი და პილპილი.

ვაცხობთ 180 გრადუსზე დაახლოებით 40 წუთი. შემდეგ მოვაყაროთ მწვანე ხახვი. მივირთვათ თბილი.

თუ არ გიყვართ, შეგიძიათ ბადრიჯნის და ხახვის გარეშე გააკეთოთ ან სხვა ბოსტნეულით ჩაანაცვლოთ.