ღუმელში შემწვარი არომატული კარტოფილი როზმარინით
ღუმელში შემწვარი არომატული კარტოფილი როზმარინით
დრო 40წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ნიორი - 4 კბილი
  • როზმარინი - 2 ტოტი
  • კარტოფილი - 1 კგ
  • მარილი და პილპილი
  • ზეითუნის ზეთი - 100 მლ
მომზადების წესები
დიდ ჯამში ჩავასხათ ზეთი და დავამატოთ ძალიან წვრილად დაკეპილი როზმარინის ფოთლები და ნიორი.
კარგად გარეცხილ გამშრალებული კარტოფილი თანაბარი ზომის ნაჭრებად დავჭრათ და პირსახოცით შევამშრალოთ. 
ნაწილ-ნაწილ ამოვავლოთ ზეთში, ზედმეტი ცხიმისგან დავწუროთ  და ერთ ფენად დავალაგოთ  ღუმელის ტაფაზე. მოვაყაროთ მარილი და სურვილის შემთხვევაში პილპილიც.
შევწვათ 200 გრადუსზე, დაახლოებით 30 წუთი.
როზმარინი შეიძლება გამოვიყენოთ ხმელიც, მაგრამ ნედლზე ნაკლები უნდა ავიღოთ.