ხილის ტარტი კრემით
ხილის ტარტი კრემით
დრო 90წთ
ულუფა 8
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ნაღები 35 % - 200 გ
კრემი
  • ვანილი
  • მარილი - მწიკვი
  • დარბილებული კარაქი - 125 გ
  • კვერცხის გული - 1
  • დაფქული ნუში - 30 გ
  • შაქარი - 80 გ
  • ფქვილი - 220 გ
ცომი:
  • მოხარშული კრემი - 200 გ
  • კენკრის მიქსი - 400 გ
  • ვანილი
მომზადების წესები

შეურიეთ ერთმანეთს ფქვილი, შაქარი, ნუში, მარილი. დაამატეთ დარბილებული კარაქი და კვერცხის გული. თითებით ასრისეთ სანამ ერთგვაროვან ცომის გუნდას არ მიიღებთ. 30 წუთით დაასვენეთ მაცივარში.

ცომი გააბრტყელეთ და ჩააფინეთ 20-22 სმ დიამეტრის ტარტის ფორმაში, ზედმეტი ცომის ნაწილები მოაჭერით, ჩანგლით დაჩხვლიტეთ და 180 გრადუსზე გამოაცხეთ 30 წუთი, სანამ არ შეწითლდება.
მოამზადეთ მოხარშული კრემი ამ რეცეპტის მიხედვით. ათქვიფეთ ნაღები და ვანილი, ფრთხილად შეურიეთ კრემს. ნახევარი წაუსვით ტარტის ძირში, დაადეთ ხილის ფენა, შემდეგ დარჩენილი კრემი და მორთეთ ხილით.