ოლადები ისპანახით
ოლადები ისპანახით
დრო 40წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ფქვილი - 200 გ
  • ოხრახუში - 1 კონა
  • ყველი - 150 გ
  • კვერცხი - 1
  • ხახვი - 1
  • ისპანახი - 500 გ
  • პილპილი
  • რძე - 60 მლ
მომზადების წესები
ისპანახს უხეში ღერო მოვაცალოთ, კარგად გავრეცხოთ, შევაშროთ, მსხვილად დავჭრათ.
ყველი გავხეხოთ, დაჭრილი  ხახვი მოვშუშოთ ზეთში და დავამატოთ ისპანახი. ვშუშოთ რამდენიმე წუთი, სანამ ისპანახი არ მოიწალება.
ისპანახი გადმოვიღოთ სხვა ჭურჭელში, გავაგრილოთ, დავამატოთ ყველი, კვერცხი, რძე,  დაჭრილი ოხრახუში, პილპილი, და ფქვილი. კარგად ავურიოთ.

გამოვაცხოთ როგორც ჩვეულებრივი ოლადები, ზეთიან ტაფაზე.





Читайте подробнее на Lady.ruhttp://www.lady.ru/vkusno/%D0%93%D0%B0%D1%80%D0%BD%D0%B8%D1%80%D1%8B-%D0%B8-%D0%B2%D1%8B%D0%BF%D0%B5%D1%87%D0%BA%D0%B0/%D0%9E%D0%BB%D0%B0%D0%B4%D1%83%D1%88%D0%BA%D0%B8-%D1%81%D0%BE-%D1%88%D0%BF%D0%B8%D0%BD%D0%B0%D1%82%D0%BE%D0%BC