უფქვილო ნამცხვარი ნუშით და ლიმონით
უფქვილო ნამცხვარი ნუშით და ლიმონით
დრო 60წთ
ულუფა 8
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • დაფქული ნუში - 200 გ
  • ხაჭო - 250 გ
  • ლიმონის წვენი - 3 ს.კ
  • ვანილი
  • ლიმონის ცედრა - 1 ს.კ
  • შაქარი - 100-150 გ
  • დარბილებული კარაქი - 100 გ
  • კვერცხი - 3
  • ნუშის ფირფიტები
მომზადების წესები
მშრალ ტაფაზე მსუბუქად მოხალეთ დაფქული ნუში. 
კვერცხის გული და ცილა გააცალკევეთ. ღუმელი  170 გრადუსზე გაახურეთ. 20 სმ დიამეტრის ფორმას წაუსვით ცხიმი ან დააფინეთ ქაღალდი. 


ღრმა ჭურჭელში ათქვიფეთ კარაქი და შაქარი, შეათქვიფეთ ლიმონის ცედრა, კვერცხის გულები და ვანილი. დაამატეთ ნუში, გამაფხვიერებელი, შემდეგ ხაჭო, ლიმონის წვენი და ათქვიფეთ. 
ცალკე ათქვიფეთ  ცილა. მიღებული ბეზე შეურიეთ ცომს, გადაიტანეთ ფორმაში, ზემოდან მოაყარეთ ნუშის ფანტელები და აცხვეთ 40-45 წუთი.



 



 





Читайте подробнее на Lady.ruhttp://www.lady.ru/vkusno/%D0%94%D0%B5%D1%81%D0%B5%D1%80%D1%82%D1%8B/%D0%9C%D0%B8%D0%BD%D0%B4%D0%B0%D0%BB%D1%8C%D0%BD%D0%BE-%D0%BB%D0%B8%D0%BC%D0%BE%D0%BD%D0%BD%D1%8B%D0%B9-%D1%82%D0%BE%D1%80%D1%82-%D1%81-%D1%80%D0%B8%D0%BA%D0%BE%D1%82%D1%82%D0%BE%D0%B9

ტეგები:
ხაჭო ნუში უფქვილო ნანახია: 14901