გაახურეთ ღუმელი 200 გრადუსზე. კარაქს დაასხით წყალი და დადგით ცეცხლზე. წყალი უნდა ადუღდეს, კარაქი კი გადნეს. შემდეგ ჩააყარეთ ფქვილი და მარილი. ურიეთ ხის კოვზით. ცომი რომ დაიწყებს ქვაბის კედლებიდან მოცილებას, ცომი მზადაა. გადმოიღეთ და შეათქვიფეთ კვერცხები. მიღებული ცომისგან 12 გუნდა კოვზით ან შპრიცით დადეთ საცხობ ტაფაზე, რომელსაც წინასწარ დააფენთ ქაღალდს. გამოაცხეთ 20-25 წუთი, სანამ კარგად არ აიწევა და გაოქროსფერდება. კრემისთვის კრემ-ყველი და არაჟანი ერთმანეთს შეურიეთ, დაამატეთ შაქრის პუდრა გემოვნებით, ასევე დაამატეთ ფორთოხლის ცედრა, და ვანილი. გაჭერით შუები, ჩაუდეთ კრემი, დაადეთ ჟოლო, დააფარეთ ცომის მეორე ნაწილი. ზემოდან მოასხით გამდნარი შოკოლადი და გააფორმეთ სურვილისამებრ.