მარწყვის კალათები
მარწყვის კალათები
დრო 40წთ
ულუფა 8
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ნებისმიერი კრემი - ათქვეფილი ნაღები, ბეზეს ან მოხარშული კრემი
  • კარაქი და ფქვილი ფორმისთვის
  • ვანილი - მწიკვი
  • მარწყვი - 8 ცალი
  • შაქრის პუდრი - 150 გ
  • კვერცხი - 3
  • ფქვილი - 100 გ
მომზადების წესები
ღუმელი გავაცხელოთ 180 გრადუსზე. დიდ თუნუქის ფურცელს წავუსვათ კარაქი და მოვაყაროთ ფქვილი.

კვერცხი და შაქრის პუდრი კარგად ავთქვიფოთ, სანამ ერთგვაროვან, ფაფუკ მასას არ მივიღებთ. დავუმატოთ ვანილი, ფქვილი და კიდევ ერთხელ ავთქვიფოთ, სანამ ერთგვაროვან მასას არ მივიღებთ.

თუნუქის ფურცელზე დავასხათ ცომი ისე, რომ 4 ცალი მრგვალი ფორმის ბრტყელი ფენა მივიღოთ, შევდგათ ღუმელში და ვაცხოთ დაახლოებით 7-10 წუთის განმავლობაში.

ცხელ-ცხელი გამომცხვარი ფენები ფრთხილად ავიღოთ თუნუქის ფურცლიდან და თითოეული თითო ჭიქაზე გადავაფაროთ და ხელით ფრთხილად მივცეთ კალათის ფორმა ისე, რომ არ გატყდეს, ცოტა ხანი ასე დავაფიქსიროთ, შემდეგ შევაგრილოთ და ფრთხილად მოვაცილოთ ჭიქას.

ამავე პრინციპით გამოვაცხოთ დანარჩენი კალათებიც.

გაგრილებულ კალათებში მოვათავსოთ სასურველი კრემი და მოვრთოთ მარწყვით.






ტეგები:
კრემი მარწყვი ნანახია: 4743