სოკოს სუპი მწვანილეულით
სოკოს სუპი მწვანილეულით
დრო 45წთ
ულუფა 8
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • მოხარშული კვერცხი - 5-6
  • ნიორი - 2 კბილი
  • პრასი - 2 ცალი
  • ხახვი - 2 თავი
  • კამა - 1 კონა
  • ოხრახუში - 1 კონა
  • ქინძი - 1 კონა
  • მჟაუნა - 3 კონა
  • ტარხუნა - 2 კონა
  • სოკო - 250 გ
  • ბულიონის კუბიკი - 4
  • წყალი - 2 ლ
  • სტაფილო - 1
  • კარაქი - 100 გ
  • მარილი და პილპილი
მომზადების წესები
ხახვი, ნიორი, სტაფილო და პრასა დავჭრათ და კარაქში მოვშუშოთ.
დავასხათ ადუღებული წყალი, ჩავუმატოთ ბულიონის კუბიკები სოკო და ვადუღოთ.
5 წუთის შემდეგ დავუმატოთ დაჭრილი ტარხუნა, მჟაუნა, ქინძი, ოხრახუში, გავუწყოთ მარილი, წიწაკა და 5-10 წუთი ვხარშოთ.
ცალკე მაგრად მოვხარშოთ კვერცხი, დავჭრათ და სუფრასთან მიტანის წინ წვნიანის თეფშებზე გადავანაწილოთ.