ბისკვიტის ტორტი "ვიქტორია"
ბისკვიტის ტორტი "ვიქტორია"
დრო 0წთ
ულუფა 8
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ნაღები 35 % - 300 მლ
  • მარწყვის ჯემი - 250 გ
  • სოდა - 2/3 ჩ.კ
  • ფქვილი - 175 გ
  • დარბილებული კარაქი - 175 გ
  • შაქარი - 175 გ
  • კვერცხი - 3
  • მარწყვი ან ჟოლო
  • შაქრის პუდრი
მომზადების წესები
ღუმელი გაახურეთ 160-170 გრადუსზე.

ათქვიფეთ კარაქი და შაქარი კარგად. შემდეგ სათითაოდ შეათქვიფეთ კვერცხები. დაამატეთ გაცრილი ფქვილი სოდასთან ერთად.

მიღებული ცომი 2-ად გაყავით და გამოაცხეთ 2 ბისკვიტი 20-22 სმ დიამეტრის ფორმაში, რომელსაც წინასწარ ჩააფენთ საცხობ ქაღალდს. შეგიძლიათ 1 მთლიანი გამოაცხოთ და შემდეგ 2-ად გაჭრათ. მზა ბისკვიტი ჯერ ფორმაშივე გააგრილეთ 10-15 წუთი, შემდეგ კი ამოიღეთ და ბოლომდე გააციეთ.

ბისკვიტის პირველ ფენას წაუსვით ჯემი.  შემდეგ გადაუსვით ნაღების კრემი და დაადეთ ხილის ფენა და  მეორე ფენა ბისკვიტი. ზემოდან მოაფრქვიეთ შაქრის პუდრა.

ნაღების კრემისთვის უბრალოდ უნდა ათქვიფოთ კარგად გაციებული ნაღები, სანამ არ გასქელდება. შეგიძლიათ 1 ს.კ შაქრის პუდრა დაამატოთ.